ანკილოზი ankylosis

ანკილოზი - სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, მასში პათოლოგიური ცვლილებების გამო. წარმოიქმნება სახსარში ანთებითი ცვლილებების შედეგად, ასევე სახსარშიგა მოტეხილობების შემდეგ. განსაკუთრებით ხშირად ანკილოზი წარმოიქმნება სახსრის ღია მოტეხილობის შემდეგ, რასაც თან სდევს მასში ხანგრძლივად მიმდინარე ჩირქოვანი პროცესის განვითარება. ამასთან ხდება სასახსრე ზედაპირის ხრტილოვანი ზედაპირის დეგენერაცია შემაერთებელქსოვილოვანი ფიბროზული (ფიბროზული ანკილოზი) ან ძვლოვანი ქსოვილის (ძვლოვანი ანკილოზი) ზრდით. სახსრის ანკილოზის განვითარებას ასევე ხელს უწყობს ხანგრძლივი დროის გამავლობაში თაბაშირის სახვევის ტარება. Read the rest of this entry »