ფარინგომიკოზი
ფარინგომიკოზი (pharyngomycosis) - ხახის ლორწოვანი გარსის დაზიანება სოკო ლეპტოტრიქსით. ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, გვერდით მორგვებზე, სასის ნუშურების ლაკუნებში ჩანს თეთრი ფერის მკვრივი წარმონაქმნები. ისინი წარმოიქმნებიან ეპითელის გაძლიერებული პროლიფერაციის შედეგად, გარქოვანებამდე. ფარინგომიკოზის განვითარებას ხელს უწყობს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, ქრონიკული ტონზილიტი, ჰიპოავიტამინოზები. ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა, რომელიც ავადმყოფს არ აწუხებს; დაავადება ხშირად ვლინდება შემთხვევით ხახის დათვალიერებისას. იშვიათად ავადმყოფი აღნიშნავს რაღაცა უცხო, არასასიამოვნო შეგრძნებას ყელში. ლაბორატორიული გამოკვლევით ნახულობენ ლეპტოტრიქსის სოკოებს.Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий