ნაწლავთაშორისი აბსცესი interintestinal abscess
ნაწლავთაშორისი აბსცესი - ვითარდება ნაწლავის მარყუჟებს, ჯორჯლის, მუცლის კედელსა და ბადექონს შორის. განივი კოლინჯის ბადექონი წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს მუცლის ზედა ნაწილებზე ჩირქგროვის გავრცელებისა. ნაწლავთაშორისი აბსცესები ხშირად მრავლობითია. ჩირქგროვის ზუსტი ლოკალიზაცია და ზომები ზუსტდება ულტრაბგერითი გამოკვლევითა და კომპიუტერული რენტგენული გამოკვლევით. ხშირად ნაწლავთაშორისიაბსცესი შერწყმულია მენჯისმიერ აბსცესთან. დიაგნოზი საკმაოდ რთულია. ნაწლავთაშორისი აბსცესზე ეჭვის მიტანა ხდება პერიტონიტის გადატანისა და არასრული გამოჯანმრთელების, ასევე ჩირქოვანი ინტოქსიკაციის სიმპტომების რეციდივების დროს. ავადმყოფის დათვალიერებისას აღინიშნება მუცლის კედლების დაჭიმულობა და
გამოხატული მტკივნეულობა ჩირქგროვის ადგილზე, რიგ შემთხვევებში – მუცლის კედლის ასიმეტრია. პალპაციით შესაძლებელია მოისინჯოს ზომიერად მტკივნეული და უძრავი პათოლოგიური წარმონაქმნი. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს ვლინდება სითხის დონე, ნაწლავის პარეზის მოვლენები. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий