ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) pseudoarthrosis

ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) - ძვლის მოძრაობა მოტეხილობის შეუხორცებლობის გამო.
ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) - ეტიოლოგია. ინფექცია, ძვლის სისხლმომარაგების დარღვევა, ნატეხების მოძრაობა თაბაშირის ნაადრევი მოხსნის გამო; შედეგად მოტეხილობის ზონაში ნაცვლად ძვლოვანისა, ვითარდება შემაერთებელქსოვილოვანი და ხრტილოვანი ქსოვილი. ზოგჯერ ცრუ სახსარი შეიძლება იყოს თანდაყოლილი (ძვლის მუცელშიგა განვითარების დარღვევა).
 ცრუ სახსარი
ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) - სიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირია კიდურის გამრუდება ცრუ სახსრის დონეზე; ვლინდება ტკივილები, ფეხის საყრდენი ფუნქციის ან ხელის ფუნქციის მოშლა. ე. წ. უძრავი ცრუ სახსრის დროს ტკივილი და ფუნქციის მოშლა შეიძლება არ აღინიშნებოდეს. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიურად. Read the rest of this entry »