ბურსიტი bursitis

ბურსიტი – სახსრის სინოვიური აბგის ანთება. მიზეზები: ტრავმა, განსაკუთრებით განმეორებითი, ხანგრძლივი ქრონიკული ტრავმატიზაცია, აბგის არეში დაზიანებების ინფიცირება და სხვ.
 
ბურსიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩირქოვანი ბურსიტისათვის დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი. ქრონიკული სეროზული ბურსიტის დროს სითხე თადნათანობით გროვდება სინოვიურ აბგაში, არ იწვევს ტკივილებს. ძირითადი სიმპტომია – ლოკალიზებული შეშუპება სინოვიური აბგის მიდამოში, ხშირად მუხლის სახსრის წინა ზედაპირის ან იდაყვისსახსრის არეში. ჩირქოვანი ბურსიტი შესაძლებელია გართულდეს გარემომცველი რბილი ქსოვილების ფლეგმონით. თავისთავადი გახსნისას წარმოიქმნება ფისტულები. Read the rest of this entry »