ბარძაყის მოტეხილობა (ახალშობილებში) femoral fracture

ბარძაყის მოტეხილობა (ახალშობილებში) - შესაძლებელია წარმოიქმნას ნაყოფის დუნდულოებით წინმდებარეობისას, გართულებული მშობიარობის დრის, საკესირო კვეთისას. გვხვდება დიაფიზური მოტეხილობები და ეპიფიზეოლიზები. ახალშობილის დათვალიერებისას ყურადღებას იქცევს კიდურის იძულებითი მდებარეობა (ფეხი მოხრილია მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში, მიზიდულია), ბარძაყის რბილი ქსოვილების შეშუპება; ეპიფიზეოლიზის დროს დამახასიათებელია მენჯ-ბარძაყის სახსრის კონტურების გადასწორება, აქტიური მოძრაობების მკვეთრი შეზღუდვა, ბავშვის მოუსვენრობა პასიური მოძრაობის დროს, მოტეხილობების კრეპიტაცია. რენტგენოგრამაზე დიაფიზური მოტეხილობის
 ბარძაყის მოტეხილობა
დროს ჩანს ნატეხების გადანაცვლება; რენტგენოლოგიური ცვილებები ეპიფიზეოლიზის დროს ვლინდება მე-10-12 დღეზე ძვლის მასიური კოჟრის სახით და მენჯ-ბარძაყის სახსარის ქვეამოვარდნილობით. ეპიფიზეოლიზის შემდეგ გვიანდელ პერიოდებში შესაძლებელია განვითარდეს კიდურის ზრდის დარღვევა და ბარძაყის ვარუსული დეფორმაციის ფორმირება.  Read the rest of this entry »