დისკოზი

დისკოზი – დეგენერაციულ – დისტროფიული პროცესი მალთაშუა დისკში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს.
დისკოზის განვითარებას ხელს უწყობენ განმეორებითი ტრავმები, ჭარბი სტატიკური ან დინამიკური დატვირთვა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა. მალთაშუა დისკო თანდათანობით შრება, კარგავს ამორტიზაციას და ხდება უფრო მგრძნობიარე მექანიკური დატვირთვის მიმართ. დისკოს პერიფერიაზე არსებული  ფიბროზული რგოლი თხელდება, უჩნდება ბზარები; პულპოზური ბირთვი ინაცვლებს პერიფერიისაკენ, ფორმირდება პროტრუზია. ტრავმის ან ინტენსიური დატვირთვის დროს პროტრუზია შესაძლოა გადიდდეს, რაც იწვევს ბირთვისა და ფიბროზული რგოლის ნაწილის გამობერვას ხერხემლის არხში (დისკოს თიაქარი) და ზეწოლას ზურგის ტვინის ფესვებზე (რადიკულოპათია). Read the rest of this entry »