კეფალოჰემატომა (ახალშობილებში) cephal(o)hematoma

კეფალოჰემატომა (ახალშობილებში- სისხლჩაქცევა ქალას ძვლების გარეთა ზედაპირსა და მათ მფარავ ძვლისაზრდელას შორის.  კეფალოჰემატომის წარმოქმნას ხელს უწყობს გახანგრძლივებული მშობიარობა, ჰიპოქსიაჰემატომა ხშირად ლოკალიზდება თხემისა და თხემ-კეფის არეში, ერთ ან ორივე მხარეზე. ჰემატომა შეიძლება იყოს მცირე ზომის, ან აღწევდეს მნიშვნელოვან ზომებს (30 მლ მოცულობითა და მეტი). ხასიათდება ზრდადობისაკენ მიდრეკილებით პირველ საათებში და დაბადებიდან 2-3 დღის განმავლობაში. დროთა განმავლობაში ხდება ჰემატომის გაწოვა და წარმოიქმნება შენადედი, რომელიც შემდგომში განიცდის ორგანიზაციას.
 კეფალოჰემატომა
კალციუმის მარილების ჩალაგების შედეგად ვითარდება ჰემატომის ოსიფიკაცია, რაც იწვევს ქალას დეფორმაციას. ჰემატომის ოსიფიცირებული ნაწილი აწვება თხემის ძვლის შიგნითა ფირფიტას, იწვევს მის ატროფიას; ჰემატომის თხიერი ნაწილი გაიწოვება. დიდი ზომისჰემატომების გაწოვის დროს ბავშვის მდგომარეობა შესაძლებელია გაუარესდეს. ამასთან,ახალშობილებში ჰეპატოციტების არასაკმარისი კონიუგაციური უნარის გამო, სისხლშიბილირუბინის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რის გამოც ვითარდება სიყვითლე, ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები. Read the rest of this entry »