воскресенье, 17 марта 2013 г.

ლაპარასკოპია

ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე – გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში

 .. ”თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები” კლინიკაში  21-30 მარტს მაღალკვალიფიციური ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე. კლინიკა აღჭურვილია უახლესი  სამედიცინო  აპარატურით, პერსონალი დაკომპლექტებულია საუკეთესო სპეციალისტებით. კლინიკის პრიორიტეტია საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მკურნალობის უმაღლესი ხარისხი და მაღალი დონის  მომსახურება  ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. დაწვრილებით იხილეთ >>>>

вторник, 5 февраля 2013 г.

пятница, 11 января 2013 г.

ნაწლავთაშორისი აბსცესი


ნაწლავთაშორისი აბსცესი interintestinal abscess

ნაწლავთაშორისი აბსცესი - ვითარდება ნაწლავის მარყუჟებს, ჯორჯლის, მუცლის კედელსა და ბადექონს შორის. განივი კოლინჯის ბადექონი წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს მუცლის ზედა ნაწილებზე  ჩირქგროვის გავრცელებისა. ნაწლავთაშორისი აბსცესები ხშირად მრავლობითია. ჩირქგროვის ზუსტი ლოკალიზაცია და ზომები ზუსტდება ულტრაბგერითი გამოკვლევითა და კომპიუტერული რენტგენული გამოკვლევით. ხშირად  ნაწლავთაშორისიაბსცესი შერწყმულია მენჯისმიერ აბსცესთან. დიაგნოზი საკმაოდ რთულია. ნაწლავთაშორისი აბსცესზე ეჭვის მიტანა ხდება პერიტონიტის გადატანისა და არასრული გამოჯანმრთელების, ასევე ჩირქოვანი ინტოქსიკაციის სიმპტომების რეციდივების დროს. ავადმყოფის დათვალიერებისას აღინიშნება მუცლის კედლების დაჭიმულობა და
 ნაწლავთაშორისი აბსცესი
გამოხატული მტკივნეულობა ჩირქგროვის ადგილზე, რიგ შემთხვევებში – მუცლის კედლის ასიმეტრია. პალპაციით შესაძლებელია მოისინჯოს ზომიერად მტკივნეული და უძრავი პათოლოგიური წარმონაქმნი. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს ვლინდება სითხის დონე, ნაწლავის პარეზის მოვლენები. Read the rest of this entry »

epilacia


jiblibo


ჯიბლიბო

ცხვირ-ხახის ფიბრომა


ცხვირ-ხახის ფიბრომა

ცხვირ-ხახის ფიბრომა (epipharyngeal fibroma) - ცხვირ-ხახის განსაკუთრებულად ხშირისიმსივნე. ჰისტოლოგიურად მიეკუთვნება კეთილთვისებიან ახალწარმონაქმნებს, თუმცა  ზრდისადმი მათი მიდრეკილებისას, რასაც თან ახლავს გარემომცველი ქსოვილების დესტრუქცია, მათ შორის ძვლოვანის, ასევე ხშირი, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენების გამო ამ სიმსივნეებს განიხილავენ როგორც ავთვისებიანებს. ფიბრომის საწყის ადგილს წარმოადგენს ცხვირ-ხახის თაღი და ხახის უკანა კედელი; ზრდა მიმართულია ხახის, ცხვირისა და დანამატი წიაღების ღრუში, თვალბუდეში, იშვიათად ქალას ღრუში. სიმსივნეწარმოიქმნება, როგორც წესი, ბიჭებში 10 – 13 წლის ასაკში. 24 – 25 წლის შემდეგ სიმსივნისზრდა წყდება და იგი ექვემდებარება უკუგანვითარებას. Read the rest of this entry »

ფარინგომიკოზი


ფარინგომიკოზი

ფარინგომიკოზი (pharyngomycosis) - ხახის ლორწოვანი გარსის დაზიანება სოკო ლეპტოტრიქსით. ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, გვერდით მორგვებზე, სასის ნუშურების ლაკუნებში ჩანს თეთრი ფერის მკვრივი წარმონაქმნები. ისინი წარმოიქმნებიან ეპითელის გაძლიერებული პროლიფერაციის შედეგად, გარქოვანებამდე. ფარინგომიკოზის განვითარებას ხელს უწყობს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, ქრონიკული ტონზილიტი, ჰიპოავიტამინოზები. ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა, რომელიც ავადმყოფს არ აწუხებს; დაავადება ხშირად ვლინდება შემთხვევით ხახის დათვალიერებისას. იშვიათად ავადმყოფი აღნიშნავს რაღაცა უცხო, არასასიამოვნო შეგრძნებას ყელში. ლაბორატორიული გამოკვლევით ნახულობენ ლეპტოტრიქსის სოკოებს.Read the rest of this entry »

ქრონიკული ფარინგიტი


ქრონიკული ფარინგიტი

ქრონიკული ფარინგიტი (chronic pharyngitis) - ხახის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება. განასხვავებენ ატროფიულ, კატარულ და ჰიპერტროფიულ ფორმებს. დაავადება ვითარდება მწვავე ფარინგიტის შემდეგ, თუკი დროზე არ იქნა მოხსნილი გამაღიზიანებლი, რომელიც მოქმედებენ ხახის ლორწოვან გარსზე. ქრონიკული ფარინგიტის წარმოქმნას ხელს უწყობს სურდო, ტონზილიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ჩირქოვანი ანთებები, კბილების კარიესი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, გულის, ფილტვების, თირკმელების დაავადებები და სხვ. Read the rest of this entry »

четверг, 10 января 2013 г.

ანატომია


1. ოსტეოლოგია
ადამიანის ჩონჩხი
1.1 ხერხემლის სვეტი
1.1.1 კისრის მალები
1.1.2 გულმკერდის მალები
1.1.3 წელის მალები
1.1.4 გავის ძვალი
1.1.5 კუდუსუნი
1.2 გულმკერდის ჩონჩხი
1.2.1 ნეკნები
1.2.2 მკერდი, მკერდის ძვალი
1.3 თავის ქალას ჩონჩხი
1.3.1 მთლიანი თავის ქალა
1.3.1.1 ქალასარქველი
1.3.1.2 ქალას ფუძე
1.3.2 ტვინის ქალას ძვლები
1.3.2.1 კეფის ძვალი
1.3.2.2 სოლისებრი ძვალი
1.3.2.3 საფეთქლის ძვალი
1.3.2.4 თხემის ძვალი
1.3.2.5 შუბლის ძვალი
1.3.2.6 ცხავის ძვალი
1.3.2.7 ცრემლის ძვალი
1.3.3 სახის ქალას ძვლები
1.3.3.1 ზედა ყბა
1.3.3.2 ცხვირის ძვალი
1.3.3.3 სასის ძვალი
1.3.3.4 ცხვირის ქვემო ნიჟარა
1.3.3.5 სახნისი
1.3.3.6 ყვრიმალის ძვალი
1.3.3.7 ქვედა ყბა
1.3.3.8 ინის ანუ ენისქვეშა ძვალი
1.4 ზემო კიდურის ჩონჩხი
1.4.1 ზემო კიდურის სარტყელი
1.4.1.1 ლავიწი
1.4.1.2 ბეჭის ძვალი
1.4.2 ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
1.4.2.1 მხრის ძვალი
1.4.2.2 წინამხრის ძვლები
1.4.2.2.1 სხივის ძვალი
1.4.2.2.2 იდაყვის ძვალი
1.4.2.3 მტევნის ძვლები
1.5 ქვემო კიდურის ჩონჩხი
1.5.1 ქვემო კიდურის სარტყელი
1.5.1.1 მენჯის ძვალი
1.5.1.2 მენჯი მთლიანად
1.5.2 ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის ჩონჩხი
1.5.2.1 ბარძაყის ძვალი
1.5.2.2 კანჭის ძვლები
1.5.2.3 ტერფის ჩონჩხი
1.5.2.3.1 უკანა ტერფის ძვლები
1.5.2.3.2 წინა ტერფის ძვლები
2. ართროლოგია
2. 1. ხერხემლის მალთა შეერთებანი
2.1.1. მალთაშუა დისკოები
2. 1. 2. რკალმორჩების შეერთებანი
2. 1. 3. ხერხემლის სვეტის იოგები
2. 1. 4. გავა-კუდუსუნის შეერთება
2. 1. 5. სახსრები და იოგები კეფის ძვალსა და ატლასსა და აქსისს შორის
2. 2. ნეკნების სახსრები და შეერთებანი
2. 2. 1. ნეკნ-მალის სახსრები
2. 2. 2. მკერდ-ნეკნის სახსრები
2. 3. მკერდის ძვლის შეერთებანი
2. 4. ქალას ძვლების შეერთებანი
2. 4. 1. ქალას ძვლების უწყვეტი შეერთებანი
2. 4. 2. საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი
2. 5. ზემო კიდურის შეერთებანი
2. 5. 1. მკერდ-ლავიწის სახსარი
2. 5. 2. ლავიწ-აკრომიონის სახსარი
2. 5. 3. ბეჭის ძვლის საკუთარი იოგები
2. 5. 4. მხრის სახსარი
2. 5. 5. იდაყვის სახსარი
2. 5. 6. სხივ-იდაყვის დისტალური სახსარი
2. 5. 7. სხივ-მაჯის სახსარი
2. 5. 8. მაჯის ძვალთა სახსრები
2. 5. 9. ცერცვისებრი ძვლის სახსარი
2. 5. 10. მაჯა-ნების სახსრები
2. 5. 11. ნების ძვალთა სახსრები
2. 5. 12. ნებ-ფალანგის სახსრები
2. 5. 13. მტევნის ფალანგთაშუა სახსრები
2. 6. ქვემო კიდურის შეერთებანი
2. 6. 1. გავა-თეძოს სახსარი
2. 6. 2. ბოქვენის სიმფიზი
2. 6. 3. დამხურავი აპკი
2. 6. 4. ქვემო კიდურის თავისუფალი ნაწილის შეერთებანი
2. 6. 4. 1. მენჯ-ბარძაყის სახსარი
2. 6. 4. 2. მუხლის სახსარი
2. 6. 4. 3. კანჭის ძვლების ურთიერთდაკავშირება
2. 6. 4. 5. კოჭ-წვივის სახსარი
2. 6. 4. 6. უკანა ტერფის სახსრები
2. 6. 4. 7. წინა ტერფის სახსრები
2. 6. 4. 8. ტერფის ფალანგთაშუა სახსრები
3. მიოლოგია
3. 1. თავის კუნთები
3. 1. 1. მიმიკური კუნთები
3.1. 2. საღეჭი კუნთები
3. 1. 3. თავის ფასციები
3.2. კისრის კუნთები
3. 2. 1. კისრის ზედაპირული კუნთები
3. 2. 2. კისრის შუა კუნთები
3. 2. 3. კისრის ღრმა კუნთები
3. 2. 4. კისრის ფასციები
3. 2. 5. კისრის სამკუთხედები
3. 3. ზურგის კუნთები
3. 3. 1. ზურგის ზედაპირული კუნთები
3. 3. 2. ზურგის ღრმა კუნთები
3. 3. 3. ზურგის ფასციები
3. 4. გულმკერდის კუნთები
3. 4. 1. გულმკერდის ღრმა (საკუთარი) კუნთები
3. 4. 2. გულმკერდთან ზედაპირული კუნთები
3. 4. 3. . შუასაძგიდი, დიაფრაგმა
3. 4. 4. გულმკერდის ფასციები
3. 5. მუცლის კუნთები
3. 5. 1. მუცლის წინა კუნთები
3. 5. 2. მუცლის გვერდითი კუნთები
2. 5. 3. მუცლის უკანა კედლის კუნთები
3. 5. 4. საზარდულის არხი
3. 5. 5. თეთრი ხაზი
3. 5. 6. მუცლის ფასციები
3. 6. ზემო კიდურის კუნთები
3. 6. 1. ზემო კიდურის სარტყლის კუნთები
3. 6. 2. მხრის კუნთები
3. 6. 3. წინამხრის კუნთები
3. 6. 4. ხელი მტევნის კუნთები
3. 6. 5. იღლიის ფოსო
3. 6. 6. ზემო კიდურის ფასციები
3. 7. ქვემო კიდურის კუნთები
3. 7. 1. ქვემო კიდურის სარტყლის კუნთები
3. 7. 2. ბარძაყის კუნთები
3. 7. 3. კანჭის კუნთები
3. 7. 4. ტერფის კუნთები
3. 7. 5. ბარძაყის არხი
3. 7. 6. მომზიდველი არხი
3. 7. 7. მუხლქვეშა ფოსო
3. 7. 8. ქვემო კიდურის ფასციები და სინოვიური ბუდეები
4. საჭმლის მომნელებელი სისტემა
4.1 პირის ღრუ
4.2 ენა
4.3 სანერწყვე ჯირკვლები
4.4 კბილები
4.5 ხახა
4.6 საყლაპავი მილი
4.7 კუჭი
4.8 წვრილი ნაწლავი (თორმეტგოჯა ნაწლავი, მლივი ნაწლავი, თეძოს ნაწლავი)
4.9 ღვიძლი
4.10 პანკრეასი
4.11 მსხვილი ნაწლავი
4.11.1 ბრმა ნაწლავი
4.11.2 კოლინჯი
4.11.3 სწორი ნაწლავი
4.12 პერიტონეუმი
5. სასუნთქი სისტემა
5.1 ცხვირი
5.3 ხორხი
5.4 სასულე
5.5 ფილტვები
5.6 პლევრა
6. საშარდე სისტემა
6.1 თირკმელები
6.2 შარდსაწვეთები
6.3 შარდის ბუშტი
6.4 შარდსადენი
7. გამრავლების აპარატი
7.1 მამაკაცის სასქესო სისტემა
7.1.1 სათესლე
7.1.2 თესლის გამომტანი სადინარი
7.1.3 სათესლე პარკი და სათესლე ბაგირაკი
7.1.4 სათესლე ბუშტუკი
7.1.5 წინამდებარე ჯირკვალი
7.1.6 მამაკაცის შარდსადენი
7.1.7 ასო
7.2 ქალის სასქესო სისტემა
7.2.1.1 საკვერცხე
7.2.1.2 საშვილოსნო
7.2.1.3 საშვილოსნოს ლულა
7.2.1.4 საშო
7.2.2 ქალის გარეთა სასქესო ორგანოები
7.2.3 სარძევე ჯირკვალი
7.3 შორისი
8. უსადინარო (ენდოკრინული) ჯირკვლების სისტემა
8. 1. ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოები
8. 2. ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოები
9. იმუნური სისტემა
9.1 ძვლის ტვინი
9.2 მკერდუკანა ჯირკვალი
9.3 საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ორგანოების კედლის ლიმფოიდური ქსოვილი
9.4 ლიმფური კვანძები
9.5 ელენთა
10. ანგიოლოგია
10.1 გული (გარეგანი აგებულება, გულის საკნები, გულის კედლის აგებულება)
10.1.2 გულის ტოპოგრაფია
10.1.3 გულის სისხლძარღვები
10.2 სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვები
10.3 აორტა
10.3.1.1 აორტის რკალი და მისი ტოტები
10.3.1.1.1 მხარ-თავის ღერო
10.3.1.1.2 საერთო საძილე არტერია
10.3.1.1.2.1 გარეთა საძილე არტერია
10.3.1.1.2.2 შიგნითა საძილე არტერია
10.3.1.1.3 ლავიწქვეშა არტერია და მისი ტოტები
10.3.1.1.3.1 იღლიის არტერია
10.3.1.1.3.2 მხრის არტერია
10.3.1.2 დასწვრივი აორტის გულმკერდის ნაწილი და მისი ტოტები
10.3.1.3 დასწვრივი აორტის მუცლის ნაწილი და მისი ტოტები
10.3.1.4 თეძოს საერთო არტერია
10.3.1.4.1 თეძოს შიგნითა არტერია და მისი ტოტები
10.3.1.4.2 თეძოს გარეთა არტერია და მისი ტოტები
10.3.2 ვენები
10.3.2.1 ქვემო ღრუ ვენის სისტემა
10.3.2.1.1 ქვემო კიდურის ვენები
10.3.2.1.2 მენჯის ვენები
10.3.2.1.3 ქვემო ღრუ ვენა
10.3.2.2 ზემო ღრუ ვენის სისტემა
10.3.2.2.1 ზემო კიდურის ვენები
10.3.2.2.2 თავის ვენები
10.3.2.2.3 კისრის ვენები
10.3.2.2.4 კენტი ვენები
10.3.2.2.5 ნეკნთაშუა ვენები
10.3.2.2.6 ხერხემლის ვენები
10.3.2.3 კარის ვენის სისტემა
10.3.2.4 კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზები
10.3.3 ლიმფის გამტარი ორგანოები

იანგ გე რონ-2


წამლების (პრეპარატების) საძიებლები


წამლები (პრეპარატების) ძიება:

წამლების (პრეპარატების) ანბანური საძიებელი სავაჭრო დასახელებებისმიხედვით

1-100….L….Z
….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….….

სქესის გამოთვლა


 სქესის გამოთვლასქესის გამოთვლა

ამ გვერდზე მოყვანილია სქესის გამოთვლის , ბავშვის სქესის პროგნოზირების უძველესი ჩინური და იაპონური მეთოდების გამარტივებული სქემები (ალგორითმები). სრული ალგორითმები ძალიან რთულია.
ეს მეთოდები მეცნიერულად დასაბუთებული არაა , უბრალოდ ორიოდე მილიარდი ადამიანი ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში , კორეასა თუ მონგოლეტში, საუკუნეების მანძილზე თვლის, რომ ეს მეთოდები სტატისტიკურად სწორია. ჩვენ ისინი მოგვყავს, როგორც ფოლკლორული მასალა.
 ..
იაპონური მეთოდი
სქესის გამოთვლა 2

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (1) მოძებნეთ ციფრი, რომელიც შეესაბამება ბავშვის მამის დაბადების თვის სვეტისა და დედის დაბადების თვის სტრიქონის გადაკვეთას. მაგალითად, თუკი დედა დაბადებულია ივლისში, მამა კი აპრილში, მათი ე. წ. ,,ოჯახის ციფრი”  7-ია. დაიმახსოვრეთ ეს ციფრი და გადადით N2 ცხრილზე. Read the rest of this entry »

ორსულობის პირველი ნიშნები


ორსულობის პირველი ნიშნებიორსულობის პირველი ნიშნები

გულისრევა – ორსულობის პირველი ნიშანი.
 ბევრ ქალს ორსულობის ძალიან ადრეულ სტადიებზე ეწყება გულისრევის შეგრძნება. უფრო ხშირად ეს ხდება დილაობით, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ზოგჯერ გულისრევა იმდენად ძლიერია, რომ ქალი იძულებული ხდება ექიმს მიმართოს. ორსულები განსაკუთრებით ვერ იტანენ სხვადასხვა სუნებს. სუნამოს, ან თამბაქოს სუნი ხშირად მყისიერად იწვევს მათში გულისრევას. Read the rest of this entry »

უგულავას დიეტა


საქართველოში  საკმაოდ პოპულარულია უგულავასდიეტა.
თვით უგულავას დიეტა, სამეცნიერო თვალსაზრისით, ორიგინალური არაა. არსებობს უგულავას დიეტისმსგავსი, წარმატებული დიეტები.
უგულავას დიეტა  საკმაოდ ხანგრძლივია, 4 კვირა გრძელდება.
უგულავას დიეტა, საკმაოდ ეფექტურ და მდგრად დიეტად ითვლება.
უგულავას დიეტის  დიდ უპირატესობად უნდა ჩაითვალოს, რომ ამ დიეტით კანი იკუმშება და კანის ნაკეცები არ გაჩნდებათ. Read the rest of this entry »

დისკოზი


დისკოზი

დისკოზი – დეგენერაციულ – დისტროფიული პროცესი მალთაშუა დისკში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს.
დისკოზის განვითარებას ხელს უწყობენ განმეორებითი ტრავმები, ჭარბი სტატიკური ან დინამიკური დატვირთვა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა. მალთაშუა დისკო თანდათანობით შრება, კარგავს ამორტიზაციას და ხდება უფრო მგრძნობიარე მექანიკური დატვირთვის მიმართ. დისკოს პერიფერიაზე არსებული  ფიბროზული რგოლი თხელდება, უჩნდება ბზარები; პულპოზური ბირთვი ინაცვლებს პერიფერიისაკენ, ფორმირდება პროტრუზია. ტრავმის ან ინტენსიური დატვირთვის დროს პროტრუზია შესაძლოა გადიდდეს, რაც იწვევს ბირთვისა და ფიბროზული რგოლის ნაწილის გამობერვას ხერხემლის არხში (დისკოს თიაქარი) და ზეწოლას ზურგის ტვინის ფესვებზე (რადიკულოპათია). Read the rest of this entry »

ბრტყელტერფიანობა


ბრტყელტერფიანობა platypodia

ბრტყელტერფიანობა - ტერფის განივი და იშვიათად სიგრძივი თაღების გადასწორება. განასხვავებენ პარალიზურ, ტრავმულ და სტატიკურ ბრტყელტერფიანობას. პარალიზური აღინიშნება პოლიომიელიტისა და სხვა
ბრტყელტერფიანობა
წარმოშობის დამბლების დროს, ტრავმული – ტერფის ძვლების მოტეხილობების დროს. ბრტყელტერფიანობის ყველაზე ხშირი სახეა – სტატიკური; იგი წარმოიქმნება ტერფის გადატვირთვის დროს. Read the rest of this entry »